- 2026-07-28
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს კონკურსს „წყალტუბოს საუკეთესო მოხალისე“. კონკურსის მიზანია მოხალისეობრივი საქმიანობის პოპულარიზაცია, ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის წახალისება, თვითმმართველობის განვითარებაში მათი წვლილის წარმოჩენა. კონკურსი კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურისა და მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს ორგანიზებით გაიმართება. გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოვლინდებიან: „წლის გარემოსდაცვითი მოხალისე“, „წლის სოციალური მოხალისე“ და „წლის კულტურულ-საგანმანათლებლო მოხალისე“. განაცხადების მიღება წარმოებს 2026 წლის 28 ივლისიდან 8 აგვისტოს 18:00 სთ-მდე, ელექტრონულ ფოსტაზე – tskaltubosaxalgazrduli1@gmail.com შევსებული აპლიკაციისა და თანდართული მასალების გაგზავნით, ან ონლაინ პორტალზე სპეციალური Google Forms-ის ფორმატის შევსებით (https://forms.gle/JwiCvUWZip3N84bC9) დეტალური ინფორმაცია კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ ბმულზე: