- 2026-04-23
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელ მამუკა ჩხეტიანთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტის ორ სკოლაში დასრულებული სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა.
სოფელ ბანოჯისა და სოფელ გვიშტიბის საჯარო სკოლებში რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულებულია. მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, სამუშაოების შესრულების პროცესში ხარისხი მაქსიმალურად კონტროლდება.
„ამ სკოლებში შესრულებული სამუშაოებით ძირითადად კმაყოფილი ვარ. არსებობს მცირე ხარვეზები, რომელთა აღმოფხვრის შემდეგ ობიექტებს ჩავიბარებთ,“ -აღნიშნა გენადი ბალანჩივაძემ.
სოფელ ბანოჯის საჯარო სკოლაში განხორციელდა კომპლექსური სარეაბილიტაციო სამუშაოები: გადაიხურა შენობა, შეიღება ფასადი, დაიგო იატაკი და დამონტაჟდა გათბობის სისტემა. სრულად მოწესრიგდა საკლასო ოთახები, დერეფნები და სხვა სივრცეები.
სოფელ გვიშტიბის საჯარო სკოლაში სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა შენობის მარჯვენა ნაწილს.
სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, ნაწილობრივი რეაბილიტაციის პროექტები განხორციელდა ასევე სოფელ გეგუთის N2, სოფელ სორმონის და სსიპ ნიკო ლორთქიფანიძის სახელობის სოფელ წყალტუბოს საჯარო სკოლასთან არსებული მეორე უბნის დაწყებით სკოლებში.