წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ სოფელ ოფშკვითში სანიაღვრე არხების მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ სოფელ ოფშკვითში სანიაღვრე არხების მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა სანიაღვრე არხების მოწყობა-რეაბილიტაცია და ხიდ-ბოგირების აღდგენა, რის შედეგად მოგვარდება უხვი ნალექის დროს საკარმიდამო ნაკვეთებისა და მიმდებარე ტერიტორიების დატბორვის პრობლემა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები 2024 წელს დაიწყო და ამჟამად დასრულების ეტაპზეა.
პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსდა. მისი ღირებულება 2 672 769 ლარს შეადგენს.