წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მოისმინეს ინფორმაცია მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების, დაგეგმილი ღონისძიებებისა და აქტივობების შესახებ.
მუნიციპალიტეტის მერმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მუნიციპალიტეტის სკოლებში განხორციელებულ პროექტებზე, ასევე მუსიკალურ სკოლასა და სოფელ საყულიის კლუბში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებზე. ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობისა და შესყიდვების სამსახურს დაევალა ქალაქ წყალტუბოში გარე განათების ქსელისა და სანიაღვრე სისტემების მოწყობისა და გაწმენდის პროცესის მონიტორინგი.
აღინიშნა, რომ უახლოეს მომავალში ქალაქის ტერიტორიაზე დამატებით განთავსდება სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის ფარგლებში შეძენილი 4 დეკორატიული ქვის ჭადრაკის მაგიდა, 74 დეკორატიული ქვისა და ტალღისებური ფორმის სკამი და 30 ნაგვის შემკრები კონტეინერი.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი და მერის მოადგილე გია კვასტიანი.