წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა, გენადი ბალანჩივაძემ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა, გენადი ბალანჩივაძემ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მოისმინეს ინფორმაცია მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების, სოციალური პროგრამებისა და დაგეგმილი კულტურული ღონისძიებების შესახებ. აღინიშნა, რომ ამ ეტაპზე, კოპიტნარის დასახლებაში მიმდინარეობს სანიაღვრე არხების მოწყობის, სოფელ მეჩხერში გზის დაგების, ხოლო ქალაქ წყალტუბოში, აკადემიკოს გიორგი ახვლედიანის სახელობის მუზეუმის რეაბილიტაციის სამუშაოები, ასევე გრძელდება სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გზების რეაბილიტაციისა და გარე განათების ქსელის მოწყობის სამუშაოები.
მერმა ყურადღება გაამახვილა ცენტრალურ პარკსა და ,,ცივი ტბის“ ტერიტორიაზე სხვადასხვა ცერემონიის ჩატარებასთან დაკავშირებით ნებართვების გაცემისა და საინფორმაციო აბრების განთავსების საკითხებზე და გასცა შესაბამისი დავალებები.
სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე წლის 2 -4 ოქტომბერს დაგეგმილი სახალხო დღესასწაულის ,,შემოდგომის წყალტუბოს“ ორგანიზების საკითხი.
შეხვედრას მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი და მოადგილე გია კვასტიანი ესწრებოდნენ.