წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N4 საჯარო სკოლაში ახალი სპორტული დარბაზი გაიხსნა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N4 საჯარო სკოლაში ახალი სპორტული დარბაზი გაიხსნა.
განახლებული სპორტული დარბაზი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ, საკრებულოს თავმჯდომარესთან თეიმურაზ ჭეიშვილთან ერთად დაათვალიერა და ღონისძიებას დაესწრო.
„მომავალ თაობაზე ზრუნვა, მათთვის კომფორტული გარემოს შექმნა არის უმნიშვნელოვანესი, ამ მიმართულებით ეტაპობრივად ხორციელდება სხვადასხვა პროექტები, რაც სკოლებში ინფრასტრუქტურის მოწყობას უზრუნველყოფს, თვითმმართველობა მხარს დაუჭერს ყველა იმ საგანმანათლებლო პროგრამასა და ინოვაციურ პროექტს, რომელიც ახალგაზრდების განვითარებას შეუწყობს ხელს’’- განაცხადა გენადი ბალანჩივაძემ.
მუნიციპალიტეტის მერთან ერთად ფარცხანაყანევის მე-4 საჯარო სკოლაში ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვნელი მაია ცქიტიშვილი, წყალტუბოს რესუსცენტრის უფროსი მამუკა ჩხეტიანი და წყალტუბოს განვითარების ჯგუფის (LAG წყალტუბო) წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
სოფელ ფარცხანაყანევის N4 საჯარო სკოლაში სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია და ტექნიკური აღჭურვა ევროკავშირის მხარდაჭერით, წყალტუბოს განვითარების ჯგუფის (LAG წყალტუბო) საგრანტო კონკურსის ფარგლებში განხორციელდა.
წყალტუბოს განვითარების ჯგუფმა 3 საგრანტო კონკურსის განმავლობაში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში 19 პროექტი დააფინანსა.