წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყუმისთავში წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოანემ აკურთხა

 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყუმისთავში წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოანემ აკურთხა.
სოფელ ყუმისთავში უძველესი ეკლესია ახლახანს ადგილობრივთა ინიციატივით აღადგინეს.
წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია ერთნავიან ბაზილიკას წარმოადგენს. გადმოცემის მიხედვით სოფელ ყუმისთავში ეკლესია მე-6-7 საუკუნეებიდან არსებობდა.
ეკლესიის კურთხევას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი, პირველი მოადგილე კობა გურეშიძე და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დღეიდან წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში წირვა-ლოცვა აღევლინება.