წყალტუბოს მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაცია გრძელდება

2024 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაცია გრძელდება.
მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე სოფელ ბანოჯასა და ჩუნეშში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
მიმდინარე პროექტების ვადების შესახებ ინფრასტრუქტურის დაგეგმვისა და განვითარების განყოფილების უფროსმა იონა ჯოჯუამ ისაუბრა.
სოფელ ბანოჯაში გზის რეაბილიტაციის პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ხოლო სოფელ ჩუნეშში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება.