წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წყლის სისტემების მოწყობა წარმოადგენს.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი მერი გენადი ბალანჩივაძე დღეს სოფელ ჯიმასტაროს მოსახლეობას შეხვდა და სასმელი წყლის სისტემის მოწყობის საპროექტო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით ინფორმაცია გააცნო.
,, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმასტაროში სასმელი წყლის ქსელის მოწყობა დაიწყება, მოხდება შესაბამისი საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა, გავაკეთებთ ყველაფერს, რომ სოფელმა სასმელი წყალი მიიღოს და მოგვარდეს ათეული წლების პრობლემა’’-აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ.
სოფელ ჯიმასტაროში ცენტრალიზებული წყლის სისტემის მოწყობის პროექტის განხორციელების შედეგად სასმელ წყალს 100 ოჯახი მიიღებს.