წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაიწყება

ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის პროექტის ფარგლებში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე „პარუს გრუპ“-ის წარმომადგენლებს შეხვდა.
პროექტის მიხედვით წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაიწყება. გეოგრაფიული არეალი მოიცავს ქალაქ წყალტუბოს, სოფელ ჩუნეშს, დერჩს, დღნორისას, მექვენას, ცხუნკურს და ,,პრომეთეს’’ მღვიმის მიმდებარე ტერიტორიას.
როგორც პროექტირების ჯგუფის წარმომადგენელმა ლევან გერგედავამ აღნიშნა, ძირითადი კოლაციები, სადაც უფასო ინტერნეტზე წვდომა იქნება არის სკოლები. მიმდებარე ტერიტორიებიდან პროვაიდერი კომპანიები სოფლების სხვადასხვა უბნებში განახორციელებენ სამუშაოებს.
„ჩვენ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს ინტერნეტიზაციის პროცესს ჩვენს სოფლებში. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი ე.წ. ზედა ზონის გეოგრაფიულ არეალს“- განაცხადა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ.