წყალტუბოს მუნიციპალიტეტში რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, ამჟამად 4 მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება მიმდინარეობს

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, ამჟამად 4 მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის მშენებლობა მიმდინარეობს:
სოფელ ოფშკვითში სრულდება გზების ბეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოები. გუმბრაში მიმდინარეობს კლუბის განახლება და გზის მშენებლობის სამუშაოები. გვიშტიბში სრულდება გზების რეაბილიტაცია ბეტონის საფარით.
ქალაქ წყალტუბოში, გამსახურდიას და ქუთაისის ქუჩის გაგრძელებაზე გზების მშენებლობა მიმდინარეობს.
ამ პროქტებისთვის სულ 2 469 095 ლარი იხარჯება.
ამავე ფონდის ფინანსური მხარდაჭერით 2022 წელს უკვე დასრულებულია 12 მსხვილი პროექტი.
მათ შორის დასრულებულია ქ. წყალტუბოს მიმდებარე ტერიტორიაზე ბიზნესისათვის მიმზიდველი გარემოს შექმნის მიზნით, თამარ მეფის ქუჩის გაგრძელებაზე, შპს ჰერბია-სთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია ასფალტო ბეტონის საფარით.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნოღა-ქუთაისის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია ბეტონის საფარით.
ახალ გზებია დაგებული სოფელ ყუმისთავში, „გაბზარულ ტბასთან“, „საწურბლიასა“ და „პრომეთეს“მღვიმეებთან მისასვლელ ტერიტორიებზე.
რ.გ.ფ-იდან ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მშენებლობისთვის სულ 7 544 804 ლარი გამოყო.
ამ სამუშოების შესასრულებლად წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 100-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა, სადაც ადგილობრივები დასაქმდნენ.