წყალტუბოს მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის გამო გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის გამო გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
 მუნიციპალიტეტის მერი, გენადი ბალანჩივაძე, საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი და მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი რამდენიმე სოფელში პირადად გაეცნენ არსებულ ვითარებას.
თოვლის საფარი მაღალმთიან სოფლებში 40 სმ-ს აღწევს. 24 საათიან რეჟიმში მუშაობს საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, გაიწმინდა როგორც წყალტუბო- ქუთაისის დამაკავშირებელი, ასევე, ქალაქის ცენტრალური და შიდა საუბნო გზები. ტექნიკა მუშაობს მუნიციპალიტეტის სოფლებშიც.