- 2024-01-10
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპლიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ მერის წარმომადგენელებთან წელს პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. მერმა მადლობა გადაუხადა წარმომადგენლებს გასული წლის ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და 2024 წლის გეგმებზე ისაუბრა. შეხვედრას მერიის სამსახურის უფროსები ესწრებოდნენ.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გეგუთისა და ოფშკვითის ადმინისტრაციულ ერთეულებში ახლადდანიშნული მერის წარმომადგენლები ავთანდილ რუსაძე და გურამ ბანძელაძე ოფიციალურად წარუდგინა კოლეგებს.
შეხვედრის ძირითადი თემა მუნიციპალიტეტში გაზრდილი სოციალური პროგრამები იყო. როგორც მერმა აღნიშნა, გასულ წელს სოციალურად დაუცველი შეჭირვებული ორი ოჯახისთვის საცხოვრებელი სახლები აშენდა. წელს იგეგმება კიდევ 8 ოჯახისთვის ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა.
ახალი წლიდან გაზრდილია სოციალურად დაუცველი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოჯახებისთვის გამოყოფილი თანხების ოდენობა – 2000 დან, 2500 ლარამდე, რომელიც ოჯახის საჭიროებიდან გამომდინარე ტექნიკით, ავეჯით და საკვები პროდუქტებით დახმარებას ითვალისწინებს.