წყალტუბოს N4 საჯარო სკოლას დაარსებიდან 90 წელი შეუსრულდა

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლას დაარსებიდან 90 წელი შეუსრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, საგანმათლებლო რესურცენტრის უფროსი მამუკა ჩხეტიანი, თვითმმართველობის წარმომადგენლები და სხვა სკოლების დირექტორები ესწრებოდნენ.
მე-4 საჯარო სკოლის დირექტორმა მაია ნუცუბიძე-ქობულიამ სკოლის მოსწავლეების საერთაშორისო თუ რესპუბლიკურ ოლიმპიადებში მიღწევებსა და წარმატებებზე ისაუბრა. ასევე, აჩვენეს სკოლის მოსწავლეების მიერ მომზადებული ფილმი სკოლის ისტორიის შესახებ.
 მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ და საგანმანათლებლო რესურცენტრის ხელმძღვანელმა მამუკა ჩხეტიანმა სკოლის ყოფილი და მოქმედი ღვაწლმოსილი მასწავლებლები და წარმატებული მოსწავლეები დააჯილდოვეს.
გენადი ბალანჩივაძემ კიდევ ერთხელ გააჟღერა ინიციატივის შესახებ, რომ ახალი სასწავლო წლიდან, 100%-იანი გრანტის მფლობელ სტუდენტებს, მერის სტიპენდია დაენიშნებათ.
სკოლის ისტორია 1933 წლიდან იწყება, ჯერ დაწყებითი, შემდეგ არასრული და ბოლოს საშუალო სკოლის სტატუსი მიენიჭა.