წყალტუბოს სოფლებში გზების რეაბილიტაცია იწყება

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სამ სოფელში ზედა მესხეთში, ფარცხანაყანევსა და მაღლაკში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით მიმდინარე წელს გზების რეაბილიტაციის მნიშვნელოვანი პროექტები დაიწყება.
➡ მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა პროექტების განხორციელების საკითხები მუნიციპალური განვითარების ფონდის, წყალმომარაგების კომპანიის, საზედამხედველო კომპანია ,,eptisa’’-ას და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს.
🔹შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აღნიშნულ სოფლებში დაწყებულია ასევე სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაციის პროექტები, რის გამოც აუცილებელია სამუშაოთა გეგმის შედგენა და კონკრეტული ვადების დაზუსტება, რათა თანმიმდევრულად მოხდეს ქსელის მოწესრიგების შემდეგ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა.
📣,,მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდების პრობლემის მოგვარება და გამართული საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა ყველაზე პრიორიტეტული საკითხებია, რომელთა დადებითად გადაჭრა ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინაციითა და თანამშრომლობით იქნა შესაძლებელი. სოფელ ზედა მესხეთში, ფარცხანაყანევსა და მაღლაკში მალე დაიწყება გზების რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტები, ადგილობრივი თვითმმართველობა მუდმივად გაუწევს მონიტორინგს სამუშაოების მიმდინარეობას, გააკონტროლებს შესრულების ხარისხსა და ვადებს’’- აცხადებს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე.