წყალტუბოს სპორტის სასახლეში სტარტი აიღო საქართველოს 17 წლამდე ძალოსანთა ჩემპიონატმა, რომელშიც ქვეყნის 16 რეგიონიდან 100 სპორტსმენი ასპარეზობს

წყალტუბოს სპორტის სასახლეში სტარტი აიღო საქართველოს 17 წლამდე ძალოსანთა ჩემპიონატმა, რომელშიც ქვეყნის 16 რეგიონიდან 100 სპორტსმენი ასპარეზობს.
ჩემპიონატის ოფიციალურად გახსნის ცერემონიას საქართველოს პარლამენტის წევრი, ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს შვიდგზის და ევროპის შვიდგზის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, მერის მოადგილე გია კვასტიანი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე კობა გურეშიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ ძალოსნობის გულშემატკივარმა საქართველოს რეკორდიც იხილა: საბა კუჭავამ ქვეყნის რეკორდი აკვრაში 5 კილოგრამით გააუმჯობესა.
ასპარეზობას წყალტუბოს სპორტის სასახლე 25, 26 და 27 მაისს უმასპინძლებს.