წყალტუბოში, დევნილთა დასახლებაში საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო.

  წყალტუბოში, დევნილთა დასახლებაში საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო.
პროექტს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ლტოლვილთა დანიის საბჭოსა და გერმანიის განვითარების ბანკის(KIW) დაფინანსებით ახორცილებს.
  ,,წყალტუბოში, 9 აპრილის ქუჩაზე, დევნილთა დასახლებაში საბავშვო ბაღის მშენებლობა იყო ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი, აღნიშნულ დასახლებაში დევნილთა 352 ოჯახი ცხოვრობს, რომლებიც წლების განმავლობაში ითხოვდნენ ადგილზე საბავშვო ბაღის გახსნას” – აცხადებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი
   ახალი საბავშვო ბაღი 75 აღსაზრდელზეა გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შენობის კეთილმოწყობის სამუშაოები მომავალ წელს დასრულდება.