წყალტუბოში გამწვანებისა და რეკრეაციული სივრცეების მოწყობის სამუშაოები გრძელდება

წყალტუბოში გამწვანებისა და რეკრეაციული სივრცეების მოწყობის სამუშაოები გრძელდება.
სამუშაოების მიმდინარეობას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილთან, მოადგილე გრიგოლ ყურაშვილთან და ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და დასუფთავების გაერთიანების’’ ხელმძღვანელ დავით იობიძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.
,,მწვანე ქალაქის კონცეფციის ფარგლებში მიმდინარეობს ქალაქის გამწვანების პროცესი, ახალი ნერგები ემეტება ქალაქის ქუჩებს, შიდა ეზოებს, სკვერებს, საუბნო სივრცეებს, დაგეგმილია რამდენიმე მულტიფუნქციური დასასვენებელი სივრცის მოწყობა, რაც ბუნებრივია კიდევ უფრო გაალამაზებს ჩვენს მწვანე ქალაქს’’- აცხადებს გენადი ბალანჩივაძე
ა(ა)ი.პ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების’’ თანამშრომლებმა მიმდინარე წელს 750 ახალი, იშვიათი ჯიშის ხე- მცენარე შემატეს ქალაქს.