- 2025-02-22
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის

წყალტუბოში გიდების საერთაშორისო დღე აღინიშნა და წარმატებული გიდების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
ღონისძიება ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების საკოორდინაციო ცენტრის’’ ხელმძღვანელმა ვერა ზურაბიანმა გახსნა და წყალტუბოში ტურიზმის განვითარების ტენდენციებსა და მწვანე ქალაქის პოპულარიზაციის საქმეში პროფესიონალი გიდების განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა.
სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ, რომელმაც თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა წყალტუბოში სამედიცინო ტურიზმის განვითარებასა და ვიზიტორების მზარდ რაოდენობას, თვითმმართველობის პირველმა პირმა გიდებს უსურვა წარმატებები და გამოთქვა იმედი, რომ წყალტუბო გახდება ტურისტულად კიდევ უფრო მიმზიდველი ქალაქი, სადაც ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს ექნებათ საშუალება პროფესიული განათლება მიიღონ და ამ დარგის საუკეთესო სპეციალისტები გახდნენ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს კურორტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი სანდრო ონოფრიშვილი, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე -ბერდია ჩანქსელიანი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმის გიდების ასოციაციის დამფუძნებელი
და ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი
თემურ ზოიძე, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის პრეზიდენტი ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, DMO იმერეთისა და იმერეთის დაცული ტერიტორიების სააგენტოს, გიდების სასწავლო ცენტრის ” ედუმედიატორ+” ის წარმომადგენლები, ადგილობრივი ბიზნესის, ტურისტულ სექტორის, სასტუმროებისა და ღვინის მარნების წარმომადგენლები
დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე გამოვლინდა წლის 6 საუკეთესო გიდი, რომლებიც დიპლომებითა და სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ, ასევე, ყველა გიდს გადაეცა მადლობის სიგელები.
გიდების საერთაშორისო დღის აღნიშვნა წყალტუბოში უკვე ტრადიციად იქცა. ღონისძიების მიზანი წყალტუბოს უნიკალური ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა და პოპულარიზაციაა.




