წყალტუბოში გიორგი გაბუნიას “ღამის შოუს” კონცერტი გაიმართა

წყალტუბოში გიორგი გაბუნიას “ღამის შოუს” კონცერტი გაიმართა. მწვანე ქალაქმა, რომელიც განახლების პროცესშია უამრავ ადგილობრივ და ჩამოსულ სტუმარს უმასპინძლა. როგორც მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე აცხადებს ზაფხულის განმავლობაში წყალტუბოში ბევრი სხვადასხვა კულტურული ღონისძიება გაიმართება, რაც ტურისტულ სეზონს კიდევ უფრო დატვირთულს გახდის. გიორგი გაბუნიას შოუს კონცერტი მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა, მას
5000 მეტი მაყურებელი ესწრებოდა.