წყალტუბოში მაღალი გამტარუნარიანი სანიაღვრე სისტემის მოწესრიგების სამუშაოები გრძელდება

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის გენადი ბალანჩივაძის ინიციატივით, წყალტუბოში მაღალი გამტარუნარიანი სანიაღვრე სისტემის მოწესრიგების სამუშაოები გრძელდება.
 სანიაღვრე სისტემა ათეული წლების განმავლობაში არ შეკეთებულა, რის გამოც ძლიერი ნალექის დროს სისტემატიურად იტბორებოდა რუსთაველის ქუჩაზე ცენტრალური გზის ნაწილი და მეექვსე აბაზანის მიმდებარე ტერიტორია.