წყალტუბოში პროფესიული სასწავლებელის მშენებლობა მიმდინარეობს.

  წყალტუბოში პროფესიული სასწავლებელის მშენებლობა მიმდინარეობს
  ორ სართულიანი თანამედროვე ტიპის შენობის პირველ სართულზე განლაგებული იქნება ჰოლი, ადმინისტრაციული ნაწილი, თეორიული სწავლების აუდიტორიები, ბიბლიოთეკა, ტექნიკური სათავსოები, სასადილო დარბაზი სამზარეულოთი, სხვადასხვა ტიპის კლასები და სპორტული დარბაზი. მეორე სართულზე კი განთავსდება სხვადასხვა ტიპის კლასები, საკონფერენციო, ფაბ ლაბი, ექთნის კაბინეტი, ადმინისტრაციის ნაწილი და დამხმარე ფართობები.
  პროფესიული კოლეჯის საგანმანათლებლო პროგრამები რეგიონში მოთხოვნად პროფესიებს დაეფუძნება.