წყალტუბოში სანიაღვრე სისტემის მოწესრიგების ახალი ეტაპი დაიწყო

წყალტუბოში სანიაღვრე სისტემის მოწესრიგების ახალი ეტაპი დაიწყო.
ქალაქის ტერიტორიაზე, ავალიანისა და რუსთაველის, ასევე თამარ მეფისა და აღმაშენებლის ქუჩებზე სანიაღვრე სისტემებისა და გზების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში დაწყებული სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა, გენადი ბალანჩივაძემ დაათვალიერა.
,,2023 წელს წყალტუბოს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით 110 -ზე მეტი პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის მნიშვნელოვანია სანიაღვრე სისტემების მოწესრიგების მიზნით დაგეგმილი პროექტები, რომელთა განხორციელების შედეგად მოგვარდება ქალაქის ტერიტორიაზე, უხვი ნალექის დროს დატბორვის პრობლემა, რაც ათეული წლების განმავლობაში იყო ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნა’’- აცხადებს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე.
ქალაქ წყალტუბოში ავალიანის, რუსთაველის, თამარ მეფისა და აღმაშენებლის ქუჩებზე სანიაღვრე სისტემების მოწყობისა და გზების რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 1 900 425 ლარით ფინანსდება.