- 2026-07-23
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოში საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა, რომელსაც იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბესიკ გოფოძე დაესწრო.
შეხვედრაზე შეაჯამეს არსებული თანამშრომლობის შედეგები და იმსჯელეს კატასტროფების მართვისა და კლიმატური ცვლილებების პირობებში რეგიონული მზადყოფნის გაძლიერებაზე, ჯანდაცვისა და სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობის ზრდაზე, ახალგაზრდული და მოხალისეობრივი საქმიანობის მხარდაჭერაზე.
ასევე განიხილეს წარმატებული პრაქტიკის მაგალითები, რეგიონში არსებული გამოწვევები და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები, რაც მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებასა და ჰუმანიტარული და სოციალური სერვისების კიდევ უფრო განვითარებას შეუწყობს ხელს.
შეხვედრაში იმერეთის მუნიციპალიტეტებისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ