წყალტუბოში, სიყვარულის ხიდთან ქართული პოეზიის საღამო გაიმართა

წყალტუბოში, სიყვარულის ხიდთან ქართული პოეზიის საღამო გაიმართა.
ქალაქის სხვადასხვა სკოლების მოსწავლეებმა, პედაგოგებმა, თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და უბრალოდ, პოეზიის მოყვარულებმა ქართველი პოეტების ლექსები წაიკითხეს.
მონაწილეები ერთმანეთს ქართული პოეზიის სიყვარულში ეჯიბრებოდნენ, ისიამოვნეს ერთმანეთის წაკითხული ლექსებით და ისაუბრეს ხელოვნებაზე. გაიხსენეს გალაკტიონის, ანას, ტიციანის, მურმან ლებანიძის, შოთა ნიშნიანიძის და სხვა ქართველი პოეტების შედევრები…
როგორ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა რიმა მარგიანმა განაცხადა, პოეზიის საღამოების გამართვა წყალტუბოს პარკში ტარდიაციად დამკვიდრდება.
მერიის კულტურის სამსახურის წარმომადგენლებმა და საკრებულოს წევრებმა ღონისძიების მონაწილეებს საჩუქარად ქართველი პოეტების წიგნები გადასცეს.