წყალტუბოში წლის წარამტებული სპორტსმენები დაჯიდლოვდნენ

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა მუნიციპალიტეტის 2021 წლის წარმატებული სპორტსმენები დააჯილდოვეს.
🔷შეხვედრა წლის სპორტსმენებთან სპორტის სასახლეში შედგა. მუნიციპალიტეტის მერმა წარმატებულ სპორტსმენებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა და მადლობა გადაუხადა წყალტუბოს წარმოჩენისთვის.
„განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ჩვენი ოლიმპიელის – იაკობ ქაჯაიას ტრიუმფი ტოკიოში. მისი ნებისმიერი ინტერვიუ იწყებოდა იმით, რომ წყალტუბოში გაიზარდა და ჩამოყალიბდა სპორტსმენად. მადლობა მას და ყველა სპორტსმენს, ვინც დაუღალავად შრომობს და ასახელებს ქვეყანას, ჩვენის მხრიდან გპირდებით, რომ გექნებათ სრული მხარდაჭერა!“ – -გენადი ბალანჩივაძე.
დაჯილდოების ცერემონიალს უძღვებოდა მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხთა სამსახურის უფროსი რიმა მარგიანი, რომელმაც წლის საუკეთესო სპორტსმენებად სპორტის სხვადასხვა სახეობაში საქართველოს და საერთაშორისო ტურნირებში 2021 წლის გამარჯვებული 12 სპორტსმენი დაასახელა. მათ შორის იყვნენ: იაკობ და ირაკლი ქაჯაიები ( ბ/რ ჭიდაობა), საბა გველესიანი (ძიუდო), ლუკა ომანაძე (ძიუდო), მარიან მაისურაძე (ძალოსნობა) , ლუკა ქაშიბაძე (ძალოსნობა) და ა.შ.
სპორტსმენებს ჯილდოდ ფულადი პრიზები გადაეცათ.
დაჯილდოვებას ესწრებოდნენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლების ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ლევან ჩანქსელიანი, ფრაქცია ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე ვალერი ხურცია, მწვრთნელები და გულშემატკივრები.
ღონისძიება კოვიდ რეგულაციების დაცვით ჩატარდა.