ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის სხდომის ანონსი

20 მარტს, 12:00 ,  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში (მის: წყალტუბო, რუსთაველის ქ. N27) გაიმართება  ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:

1.წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გვიშტიბში მდებარე უძრავი ქონების (საკ.კოდი N29.07.35.068) სამსახურეობრივი საჭიროებისათვის, უსასყიდლო უზუქრუქტის ფორმით, პირდაპირი განკარგვის წესით, არსებობის ვადით ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამწვანების, გარე განათებისა და კეთილმოწყობის ცენტრი“-სათვის გადაცემის შესახებ,  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.

/მომხს: რევაზ დიდავა/

2. ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამწვანების, გარე განათებისა და კეთილმოწყობის ცენტრისათვის “ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სარგებლობაში (ბალანსზე რიცხული) არსებული ავტომანქანის TOYOTA CAMRY სახ. ნომერი ZT890ZT სამსახურეობრივი საჭიროებისათვის, სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.

/მომხს: რევაზ დიდავა/

3. ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამწვანების, გარე განათებისა და კეთილმოწყობის ცენტრისათვის “ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ავტომანქანების -OPEL VEQTRA B სახ. ნომერი NN683KK. – სპეცავტომანქანა ,,IVECO’’ ს/ნ ZCFC6500005536845. AA 890 QA. -გრეიდერი ს/ნ XUG19030HGDB00039. AA 652 D. – ავტომანქანა ,,MERSEDES BENZ’’ სახ. ნომერი DD 773 DU სამსახურეობრივი საჭიროებისათვის, საკუთრებაში გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.

/მომხს: რევაზ დიდავა/

4. ქალაქ წყალტუბოში, რუსთაველის ქუჩა N27-ში მდებარე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობის (საკ.კოდი N29.08.34.107) პირველ სართულზე განთავსებული სამი ოთახის (21.375 კვ.მ.; 21.375 კვ.მ. და 33.5 კვ.მ., სულ 76.25 კვ.მ. ფართის) სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით, არსებობის ვადით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით   ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამწვანების, გარე განათებისა და კეთილმოწყობის ცენტრი“-სათვის  გადაცემის შესახებ,  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.

/მომხს: რევაზ დიდავა/

5. ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დასუფთავების ცენტრი“-სათვის 104 (ასოთხი) ცალი პლასტმასის ნაგავშემკრები კონტეინერის (ღირებულება 61880 სამოცდაერთიათასრვაასოთხმოცი ლარი) უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.

/მომხს: რევაზ დიდავა/