- 2024-03-28
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს ანონსი
29 მარტს, 12:00 საათზე , წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში (მის: წყალტუბო, რუსთაველის ქ. N27) გაიმართება ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:
1.წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის მიერ 2023 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
/მომხს: რ. დიდავა/
2. „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 18 იანვრის N გ-49.49240182 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
/მომხს: რ. დიდავა/
3. „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 18 იანვრის №გ-49.4924018001 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
/მომხს: რ. დიდავა/
4. ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ელექტრონული აუქციონის ფორმით, პირობებით სარგებლობის უფლებით გადაცემის’’ 2016 წლის 31 მაისის №10 და ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ელექტრონული აუქციონის ფორმით, პირობებით სარგებლობის უფლებით გადაცემის’’ 2016 წლის 31 მაისის №11 ხელშეკრულებების (2022 წლის 12 დეკემბრის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ელექტრონული აუქციონის ფორმით, პირობებით სარგებლობის უფლებით გადაცემის ხელშეკრულების (ჩანაცვლების) N7.) შეწყვეტის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
/მომხს: რ. დიდავა/
5. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2024-2027 წლების საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტის დამტკიცების შესახებ.
/მომხს: რ. დიდავა/
6. ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამწვანების, გარე განათებისა და კეთილმოწყობის ცენტრისათვის“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ავტომანქანის VAZ 2121 (NIVA), საიდენტიფიკაციო ნომერი: XTA212140V1289341, სახ. ნომერი SS 999 MX სამსახურეობრივი საჭიროებისთვის, საკუთრებაში გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
/მომხს: რ. დიდავა/
7. ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამწვანების, გარე განათებისა და კეთილმოწყობის ცენტრისათვის “ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ავტომანქანის VOLKSVAGEN PASSAT VARIANT საიდენტიფიკაციო ნომერი: WVWZZZ3BZWE160096, სახ. ნომერი SC 656 CC სამსახურეობრივი საჭიროებისთვის, საკუთრებაში გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
/მომხს: რ. დიდავა/
8. მოქალაქე ბორის პუშენკოს განცხადების განხილვის შესახებ.
/მომხს: რ. დიდავა/