- 2024-01-18
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს ანონსი
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე რევაზ დიდავა უძღვებოდა.
სხდომაზე, კომისიის წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტის ნუსხის და ასევე, ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების საკითხი.
დეპუტატებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში მდებარე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ შენობაში (საკ.კოდი N29.14.34.284) განთავსებული 42 კვ.მ. ფართის სანოტარო საქმიანობის განხორციელების მიზნით, სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის უფლებით ერთი წლის ვადით გადაცემის საკითხზე.