- 2025-02-27
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს ანონსი

28 თებერვალს , 11:00 საათზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში (მის: წყალტუბო, რუსთაველის ქ. N27) გაიმართება ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:
1.წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის მიერ 2024 წლის III-IV კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
/მომხს: რ. დიდავა/
2.წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენისა და ტერიტორიული ზონირების შესახებ.
/მომხს: რ. დიდავა/
3. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარით გადაცემისას – საიჯარო ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ.
/მომხს: რ. დიდავა/
4. სს „ლიბერთი ბანკი“-სათვის (ს/კ 203828304) სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარით 2 (ორი) წლის ვადით ქალაქ წყალტუბოში, რუსთაველის ქუჩა №25-ში ( ს/კ 29.08.34.014.01.540) მდებარე შენობის პირველ სართულზე განთავსებული 2.0 კვ. მ. ფართის გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
/მომხს: რ. დიდავა/
5. „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 31 იანვრის №გ-49.492503116 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
/მომხს: რ. დიდავა/
6. „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 31 იანვრის N გ-49.492503115 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
/მომხს: რ. დიდავა/
7. წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 2025 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ.
/მომხს: რ. დიდავა/