ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომის ანონსი

28 მაისს, 11:30 საათზე,  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში (მის: წყალტუბო, რუსთაველის ქ. N27) გაიმართება ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:

1.არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამწვანების, გარე განათებისა და კეთილმოწყობის ცენტრი“-ს  მიერ 2025 წლის III-IV კვარტალში  გაწეული მუშაობის შესახებ.

/მომხს: რ. დიდავა/

2. ქალაქ წყალტუბოში, ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე (საკ. კოდი #29.08.34.187) განთავსებული  კაფე-ბარის 08 (1) პირობით იჯარის უფლებით,  აუქციონის  წესით გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.

/მომხს: რ. დიდავა/

3. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის წესით, სარგებლობის უფლებით  იჯარით   გადაცემისას – საიჯარო ქირის საწყისი   წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ.

/მომხს: რ. დიდავა/

4. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის გავრცელების გეგმის დამტკიცების შესახებ.

/მომხს: რ. დიდავა/

5. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონზე გაცემის საწყისი ფასის დამტკიცების შესახებ.

/მომხს: რ. დიდავა/

6. ქალაქ წყალტუბოს ადმინისტრაციულ ერთეულში საგზაო მოძრაობის ორგანიზების წესების დამტკიცების შესახებ.

/მომხს: რ. დიდავა/