ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომის ანონსი

23 ივნისს, 12:00 საათზე,  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში (მის: წყალტუბო, რუსთაველის ქ. N27) გაიმართება ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:

1.„წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 2026 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 27 თებერვლის გ-49. 49260588 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

/მომხს: რევაზ დიდავა/

2. ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამწვანების, გარე განათებისა და კეთილმოწყობის ცენტრი“-სათვის წყალტუბოს მუნიციპალიტტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.

/მომხს: რევაზ დიდავა/

3. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის 2026 წლის მესამე კვარტლის სამუშაო გეგმის შესახებ.

/მომხს: რევაზ დიდავა/