ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომის ანონსი

30 ივლისს, 11:30 საათზე,  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში (მის: წყალტუბო, რუსთაველის ქ. N27) გაიმართება ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:

  1. „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 28 იანვრის N8 (გ-49.4926028001) განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

/მომხს: რ. დიდავა/

  1. „წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 28 იანვრის N9 (გ-49.49260288) განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

/მომხს: რ. დიდავა/

  1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების  აუქციონის წესით, სარგებლობის უფლებით  იჯარით   გადაცემისას – საიჯარო ქირის საწყისი   წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ.

/მომხს: რ. დიდავა/

  1. ქალაქ წყალტუბოში,  რუსთაველის ქუჩა №25-ში მდებარე, მერიის ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე განთავსებული 12.8 კვ.მ. ფართის (საკ. კოდი 29.08.34.014.01.527)   სარგებლობის უფლებით, იჯარით, ელექტრონული აუქციონის ფორმით, 3 (სამი) წლის ვადით,  გაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.

/მომხს: რ. დიდავა/

  1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, ქალაქ წყალტუბოში, ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე (საკ. კოდი # 29.08.34.187) განთავსებული  კაფე-ბარის 08 (1) განმეორებითი ელექტრონული აუქციონის პირობების განსაზღვრისა და ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის შემცირების შესახებ.

/მომხს: რ. დიდავა/

  1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობისა და შესყიდვების სამსახურის მიერ 2026 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.

/მომხს: რ. დიდავა/