- 2023-11-21
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს ანონსი
22 ნოემბერს, 14:00 საათზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში (მის: წყალტუბო, რუსთაველის ქ. N27) გაიმართება იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:
1. ,,ბინათმესაკუთრეობათა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 ოქტომბრის N 30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
/მომხს: მ. ჭელიძე/
2.არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და დასუფთავების გაერთიანების“ (ს/კ 421277772) რეორგანიზაციის (გაყოფის) დაწყების შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე
/მომხს: მ. ჭელიძე/
3.წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ.
/მომხს: მ. ჭელიძე/