- 2023-12-27
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს ანონსი
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან ჩანქსელიანი უძღვებოდა.
სხდომაზე, კომისიის წევრებმა განიხილეს ანგარიში ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების“ მიერ 2023 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
აგრეთვე, კომისიამ განიხილა ამავე კომისიის 2024 წლის პირველი კვარტლის სამუშაო გეგმის საკითხი.