- 2024-03-19
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს ანონსი
1.,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 დეკემბრის №32დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
/მომხს: არჩილ ღიბრაძე,თანამომხს: ფატი გაგოშიძე/
2. ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ნოემბრის #52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
/მომხს: არჩილ ღიბრაძე/
3. ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანები“-სა და „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრი“-ს სპორტსმენების, მწვრთნელებისა და წარმომადგენლების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას მგზავრობის, საცხოვრებელი ფართის ქირავნობის და კვების სადღეღამისო ხარჯების დღიური ნორმის თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“.
/მომხს. არჩილ ღიბრაძე/
4. ქალაქ წყალტუბოში , რუსთაველის ქუჩა #27-ში მდებარე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობის (საკ.კოდი#29.08.34.107) პირველ სართულზე განთავსებული სამი ოთახის (21.375კვ.მ; 21.375კვ.მ. და 33.5კვ.მ., სულ 76.25კვ.მ. ფართის) სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით,არსებობის ვადით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამწვანების, გარე განათებისა და კეთილმოწყობის ცენტრი’’-სათვის გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
/მომხს:რევაზ დიდავა,თანამომხს: მარეხ კანკაძე/
5.წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გვიშტიბში მდებარე უძრავი ქონების (საკ.კოდი#29.07.35.068) სამსახურეობრივი საჭიროებისათვის , უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, პირდაპირი განკარგვის წესით, არსებობის ვადით ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამწვანების, გარე განათებისა და კეთილმოწყობის ცენტრი’’-სათვის გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
/მომხს:რევაზ დიდავა,თანამომხს: მარეხ კანკაძე/
6. ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამწვანების, გარე განათებისა და კეთილმოწყობის ცენტრი’’-სათვის’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სარგებლობაში (ბალანსზე რიცხული) არსებული ავტომანქანის TOYOTA CAMRY სახ. ნომერი ZT 890 ZT სამსახურეობრივი საჭიროებისათვის, სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
/მომხს:რევაზ დიდავა,თანამომხს: მარეხ კანკაძე/
7. ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამწვანების, გარე განათებისა და კეთილმოწყობის ცენტრი’’-სათვის’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ავტომანქანების -OPEL VEQTRA B სახ.ნომერი NN 683 KK.- სპეცავტომანქანა ,,IVECO” ს/ნ ZCFC6500005536845. AA 890 QA ,- გრეიდერი ს/ნ XUC19030HCDB00039.AA 652 D,- ავტომანქანა ,,MERCEDES BENZ’’ სახ. ნომერი DD 773 DU სამსახურეობრივი საჭიროებისათვის, საკუთრებაში გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
/მომხს:რევაზ დიდავა,თანამომხს: მარეხ კანკაძე/
8. ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დასუფთავების ცენტრი’’-სათვის’’ 104 (ასოთხი) ცალი პლასტმასის ნაგავშემკვრელი კონტეინერის ( ღირებულება 61880 (სამოცდაერთი ათას რვაას ოთხმოცი ლარი) უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
/მომხს:რევაზ დიდავა,თანამომხს: მარეხ კანკაძე/