საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე არჩილ ღიბრაძე უძღვებოდა.

სხდომაზე, კომისიის წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის საკითხი.

ასევე, კომისიამ განიხილა ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე არსებული განპიროვნებული და სამორიგეო ავტომობილებისათვის გამოყოფილი ყოველთვიური საწვავის ლიმიტის განსაზღვრის შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 აგვისტოს №36 146 განკარგულებაში ცვლილების შეტანის საკითხი.

სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის სამსახურის ხელმძღვანელი ფატი გაგოშიძე ესწრებოდა.