საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის სხდომის ანონსი

26 იანვარს, 12:30 საათზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში (მის: წყალტუბო, რუსთაველის ქ. N27) გაიმართება საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:

1.,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 დეკემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.

/ა. ღიბრაძე/

/ფ. გაგოშიძე/

2. „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების, აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეებისა და შრომითი ხელშეკრულების პოზიციებზე დასაქმებული პირების თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

/ა. ღიბრაძე/

3. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მიერ 2023 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.

/ა. ღიბრაძე/

/ფ. გაგოშიძე/

4. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის შესახებ.

/ა. ღიბრაძე/

/ფ. გაგოშიძე/