- 2024-03-19
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს ანონსი
20 მარტს, 12:30 საათზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში (მის: წყალტუბო, რუსთაველის ქ. N27) გაიმართება საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:
1.,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 დეკემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
/მომხს: არჩილ ღიბრაძე/
/თანამომხს: ფატი გაგოშიძე/
2. ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ნოემბრის №52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
/მომხს: არჩილ ღიბრაძე/
3. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანებისა“ და „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრი”-ს სპორტსმენების, მწვრთნელებისა და წარმომადგენლების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას მგზავრობის, საცხოვრებელი ფართის ქირავნობის და კვების სადღეღამისო ხარჯების დღიური ნორმის თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ.
/მომხს: არჩილ ღიბრაძე/