- 2024-03-18
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბო ქართული მუსიკის მე- 7 ეროვნული კონკურსის მასპინძელია.
მუნიციპალიტეტის მერიისა და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, თეიმურაზ კობახიძის სახელობის სამუსიკო სკოლაში მე-7 ეროვნული სამუსიკო და სახელოვნებო კონკურსი 17 მარტს გაიხსნა და 22 მარტს გალა კონცერტით დაიხურება.
მუსიკალური ღონისძიება ცნობილი პიანისტის, თბილისის ხელოვნების აკადემიის რექტორისა და საქართველოს უნივერსიტეტის მუსიკის აკადემიის დირექტორის, ეროვნული და საერთაშორისო კონკურსების დამფუძნებლის, პიანისტ ვალერიან შიუკაშვილის ხელმძღვანელობით იმართება.
,,ხელოვნება და მუსიკა აკეთილშობილებს და აერთანებს ადამიანებს, ფესტივალის ფარგლებში წყალტუბოს სამუსიკო სკოლა უმასპინძლებს ახალგაზრდა შემსრულებელებს მთელი საქართველოს მასშტაბით, დარწმუნებული ვარ გამოვლინდებიან ნიჭიერი ახალგაზრდები, რომლებიც მომავალში ასახელებენ ჩვენს ქვეყანას’’-აღნიშნა გენადი ბალანჩივაძემ.
ღონისძიებაზე წყალტუბოს სამუსიკო სკოლის მიღწევებსა და მწვანე ქალაქში ეროვნული კონკურსის ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა სამუსიკო სკოლის მენეჯერმა მარინა კვერნაძემ.
შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა, კომპოზიტორმა ვალერიან შიუკაშვილმა, პიანისტმა დუდანა მაზმანიშვილმა, ა(ა)იპ ,,წყალტუბოს ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის’’ მმართველმა ნინო ხურციამ, ქალაქის პირველი საჯარო სკოლის დირექტორმა ფაქიზო ფანჩულიძემ.
კონკურსში საქართველოს 15 ქალაქიდან 100-ამდე შემსრულებელი მიიღებს მონაწილეობას.