- 2022-09-13
 - ავტორი tskaltubo
 - Category: Uncategorized @ka-ge
 
			კომენტარები ჯერ არ არის 
		
	
		მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
- ,,მოქალაქეთა უკუკავშირის ონლაინ პლატფორმის’’ (შემდგომში – უკუკავშირის პლატფორმა) განხორციელების წესი (შემდგომში – წესი) შექმნილია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში – მერიის) საქმიანობაში მოსახლეობის ჩართულობისა და მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი საკითხების თაობაზე საჭიროებების იდენტიფიცირებისა და წარდგენის უზრუნველყოფის მიზნით.
 - მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი საკითხების თაობაზე საჭიროებებისა და მოქალაქეთა უკუკავშირის დაფიქსირების პროცედურა განისაზღვრება ამ წესით.
 
მუხლი 2. მოქალაქეთა უკუკავშირის პლატფორმის დანიშნულება
- მუნიციპალური პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიწოდება მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის და ყველა დაინტერესებული პირისა თუ ორგანიზაციისთვის.
 - მუნიციპალური პროგრამებით (სოციალური, ახალგაზრდული, ინფრასტრუქტურული და ა.შ.) მოსარგებლე პირთა მხრიდან მუნიციპალიტეტის მიერ გაწეული მომსახურებისა და შეთავაზებული სერვისების/პროგრამების შეფასება.
 - წყალტუბოს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქის მიერ ინიციატივების/იდეების დაფიქსირების შესაძლებლობა მუნიციპალიტეტში არსებული საჭიროებების შესახებ.
 - თვითმმართველობის ორგანოების მუდმივი კავშირი ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობასთან მუნიციპალიტეტის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ინტერესის მაქსიმალური გათვალისწინება.
 
მუხლი 3. მოქალაქეთა უკუკავშირის და არსებული საჭიროების წარდგენა
- მოქალაქეთა უკუკავშირის დაფიქსირება ხდება ელექტრონული ფორმით მერიის ვებგვერდზე (https://tskaltubo.gov.ge/) არსებული პლატფორმის მეშვეობით (https://tskaltubo.gov.ge/Citizens_feedback/).
 - მოქალაქეთა უკუკავშირის დაფიქსირების შესაძლებლობით სარგებლობს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი და რომელმაც უკვე ისარგებლა მუნიციპალიტეტის პროგრამით/სერვისით.
 - მუნიციპალიტეტში არსებული საჭიროების დაფიქსირება შეუძლია წყალტუბოში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი.
 
მუხლი 4. უკუკავშირის შედეგების და დაფიქსირებული საჭიროებების განხილვა
- წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს უკუკავშირის პლატფორმის შეუფერხებელ ფუნქციონირებას და მოქალაქეთა ინფორმირებულობას.
 - მოქალაქეთა უკუკავშირის პლატფორმას მართავს და ამ წესით დადგენილი პროცედურების მართვის ზედამხედველობას ახორციელებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ღონისძიებათა მართვის განყოფილება.
 - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი შემოსული უკუკავშირისა და საჭიროებების განხილვის შინაარსობრივ და ორგანიზაციულ ხელმძღვანელობას ავალებს მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელს.
 - ყოველი საბიუჯეტო წლის განმავლობაში – მინიმუმ ორჯერ მომზადდება უკუკავშირის და დაფიქსირებული საჭიროებების შედეგების წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ღონისძიებათა მართვის განყოფილების მიერ.
 - მომზადებული შედეგების ანალიზი ეგზავნება მერს შემდგომი განხილვისთვის.
 - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი უკუკავშირის შედეგების და საჭიროებების ანგარიშის შედეგებს განიხილავს მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად.
 - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს მოქალაქეთა უკუკავშირიდან და საჭიროებებიდან დაფიქსირებული მინიმუმ ორი პრობლემის გადაჭრას და ასახვას მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტში.